მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 20 » ოსური ხაბიზგინა
20:09
ოსური ხაბიზგინა


ოსური ხაბიზგინა

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 3 ჭიქა

მაწონი 250მლ.

კვერცხი 2ც.

სოდა 1/2 ჩ/კ.

მარილი 1/2 ჩ/კ.

 

შიგთავსი:

კარტოფილი 100–150გრ.

ყველი (სულგუნი ან იმერული) 400გრ.

კვერცხი 2ც.

ერბო 1 ს/კ.

მარილი გემოვნებით.

 

წასასმელად:

ერბო 2 ს/კ.

 

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად. მაწონში ჩავყაროთ სოდა და ვურიოთ აქაფებამდე, შემდეგ მაწონს დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი მოვაგუნდაოთ მრგვალად, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილზე 40–50 წუთი. მომზადებული ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ მრგვალად, შემდეგ თითოეული ცომის ცენტრში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი და შევახვიოთ ისე რომ შიგთავსი ჩანდეს. მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ ხაბიზგინებს წავუსვათ ერბო.

 

შიგთავსის მომზადება:

კარტოფილი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ გახეხილი ყველი, ათქვეფილი კვერცხი, ერბო, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 3039 | დაამატა: natia | ტეგები: ოსური ხაბიზგინა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: