მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2012 » მარტი » 20 » ნიგვზის ჩებურეკი (სამარხვო)
17:53
ნიგვზის ჩებურეკი (სამარხვო)


ნიგვზის ჩებურეკი (სამარხვო)

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 500გრ.

ზეთი 1 ჩ/კ.

წყალი 190–250მლ. (ან რასაც შეიზელს ცომი)

მარილი 0,5 ჩ/კ.

 

ფარში:

ნიგოზი 1 ჭიქა

კარტოფილი 2 ც.

ნიორი 1 კბილი

ხახვი 1 თავი

შვრიის ფანტელები 0,5 ჭიქა

ზეთი შესაწვავად

კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

 

მომზადება:

ფქვილი გავცრათ, დავამატოთ ზეთი და კარგად ავურიოთ. წყალში გავხსნათ მარილი, შემდეგ მარილიანი წყალი დავასხათ ფქვილან მასას და მოვზილოთ ცომი. მომზდებული ცომი დავმრგვალოთ, შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 30 წუთით. 30 წუთის შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, მოვაჭრათ პატარა ნაწილები და გავაბრტყელოთ თხლად (მრგვალად), თითოეული გაბრტყელებული ცომის ნახევარზე მოვათავსოთ მომზადებული ფარში და გადავკეცოთ მთვარისებურად, კუთხეებზე დავაწვეთ ჩანგლით (გავაფორმოთ) და შევწვათ ზეთში ორივე მხირდან.

 

ფარშის მომზადება:

ნიგოზი, კარტოფილი, ნიორი, ხახვი და შვრიის ფანტელები, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავმატოთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. ტაფაზე დავასხათ ზეთი, მოვათავსოთ მასზე მომზადებული მასა და შევწვათ. შეწვის შემდეგ გადმოვიღოთ ჯამზე დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში და კარაგდ ავურიოთ.

კატეგორია: სამარხვო კერძები | ნანახია: 1589 | დაამატა: natia | ტეგები: ნიგვზის ჩებურეკი (სამარხვო) | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: