მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 15 » ნაპოლეონი სგუშონით
18:12
ნაპოლეონი სგუშონით


ნაპოლეონი სგუშონით

 

მასალა:

ცომი:

კვერცხი 1ც.

წყალი 1 ჭიქა

ძმარი 3 ს/კ.

ზეთი 3 ს/კ.

პურის ფქვილი 3 ჭიქა

მარგარინი 450გრ.

 

კრემი:

სგუშონი 1 ქილა

კარაქი 200გრ.

ცოტა ლიმონის ცედრა (ლიმონის კანი, გახეხილი)

ვანილი გემოვნებით.

 

მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხი, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის), ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი, გავყოთ 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (15–20წთ.). ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ, შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან ერთი ცომი, გავაბრტყელოთ და დავდოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ კარგად გახურებულ აირღუმელში. 5–10 წუთის შემდეგ სიმხურვალე დავუკლოთ და ასე გამოვაცხოთ დარჩენილი ორი  ფირფიტაც. გამომცხვარ ფირფიტებს გვერდები ჩამოვაჭრათ, ჩამოჭრილი გვერდები დავფხვნათ ხოლო ფირფიტები დავკრემოთ მომზადებული კრემით და ზემოდან მოვაყაროთ გვერდებიდან ჩამონაფხვენი.

 

კრემის მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ ვანილი, ლიმონის ცედრა, სგუშონი და კვლავ ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 3216 | დაამატა: natia | ტეგები: ნაპოლეონი სგუშონით | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 donara  
0
napoleoni magari namcxvaria

სახელი *:
Email *:
კოდი *: