მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 29 » ნამცხვარი „კალიფსო“
15:31
ნამცხვარი „კალიფსო“


ნამცხვარი „კალიფსო"

 

მასალა:

ქოქოსის ფენა:

კვერცხის ცილა 6.

შაქარი 6 ს/კ.

ქოქოსის ფანტელები 100გრ.

პურის ფქვილი 5 ს/კ.

ვანილი 0,5 ჩ/კ.

 

შოკოლადის ფენა:

კვერცხი 4ც

შაქარი 4 ს/კ.

პურის ფქვილი 4 ს/კ.

კაკაო 2 ს/კ.

გამაფხვიერებელი 0,5 ჩ/კ.

ვანილი 0,5 ჩ/კ.

 

კრემი:

რძე 5ს/კ.

კარაქი 250გრ.

კვერცხის გული (ყვითრი) 6ც.

შაქარი 150გრ.

რძე 5 ს/კ.

ვანილი გემოვნებით.

 

გალაზური (მინანქარი):

შოკოლადი 100–150გრ.

კარაქი 50გრ.

რძე 3 ს/კ.

ვანილი გემოვნებით.

 

ქოქოსის ფენა:

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ შაქარი, ქოქოსის ფანტელები, ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე.

 

შოკოლადის ფენა:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, ნელ–ნელა დავამატოთ კვერცხის გული, შემდეგ  ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო და კარგად ავუროთ. მომზადებული მასა დავასხათ  პირველ ფენას  (ქოქოსის ფენას) შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 25–30 წუთის განმავლობაში.

 

კრემის მომზადება:

კვერცხის გულს დავამატოთ, შაქარი, ვანილი, რძე და ვადუღოთ წყლის აბაზანაზე შესქელებამდე. მომზადების შემდეგ გავაცივოთ და ავთქვიფოთ დარბილებულ კარაქთან ერთად. მომზადებული კრემი წავუსვათ გამომცხვარ ბისკვიტს და შევინახოთ მაცივარში 1 საათით.

 

გლაზურის (მინანქარის) მომზადება:

შოკოლადს დავამატოთ 3 ს/კ. რძე, ვანილი, 50გრ. კარაქი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, როდესაც ადუღდება, გადმოვდგათ, ცოტა გავაცივოთ და მოვასხათ ნამცხვარს. ნამცხვარი შევინახოთ მაცივარში 1 საათით შემდეგ დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად.

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 4453 | დაამატა: natia | ტეგები: ნამცხვარი „კალიფსო“ | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: