მსხლის და ნუშის ხაჭაპური (ოსური) - 8 თებერვალში 2012 - samzareulo.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
რეკლამა
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
რეკლამა
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1246
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
რეკლამა
...........
მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » მსხლის და ნუშის ხაჭაპური (ოსური)
16:53
მსხლის და ნუშის ხაჭაპური (ოსური)


მსხლის და ნუშის ხაჭაპური (ოსური)

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 400გრ.

კვერცხი 1ც.

რძე 100გრ.

კეფირი 300გრ.

კარაქი 30გრ.

შაქარი 1 ჩ/კ.

საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.

ცოტა მარილი.

 

შიგთავსი:

მსხალი (რბილი) 500–600გრ.

ნუში (მოხალული) 200გრ.

შაქარი და ვანილი გემოვნებით.

 

მომზადება:

რძე გავათბოთ, დავამატოთ საფუარი, შაქარი, ცოტა ფქვილი და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი. შემდეგ დავამატოთ კეფირი, გამდნარი კარაქი, კვერცხი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად (ამოსვლის პერიოდში ერთხელ გადავზილოთ). შემდეგ მომზადებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ თითებით ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ცომის ცენტრში მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, შევახვიოთ ხინკლისებურად, თითებით გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ მშრალ გამოსაცხობ ფორმაზე (ფორმას არაფერი არ წავუსვათ), ცომი ცენტრის ირგვლივ რამოდენიმე ადგილზე დავსეროთ დანით, რათა გამოვიდეს ორთქლი, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ. გამოცხობის შემდეგ ცხელ ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი. (მეორე ხაჭაპურიც ასევე გამოვაცხოთ).

 

შიგთავსის მომზადება:

მსახლი გავასუფთავოთ და დავჭრათ თხლად, წვრილ ნაჭრებად (კანიანად), შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნუში, მოვაყაროთ შაქარი, ვანილი და კარგად ავურიოთ.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 588 | დაამატა: natia | ტეგები: მსხლის და ნუშის ხაჭაპური (ოსური) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: