მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 1 » ლიმონის ნამცხვარი
17:54
ლიმონის ნამცხვარი


ლიმონის ნამცხვარი

 

მასალა:

ცომი:

კვერცხის გული (ყვითრი) 4ც.

შაქარი 1 ჭიქა

არაჟანი 200გრ.

მარგარინი 200გრ.

სოდა 1 ჩ/კ.

პურის ფქვილი რასაც შეიზელს.

 

შიგთავსი:

კვერცხის ცილა 4ც.

შაქარი 1,5 ჭიქა

ლიმონი 1ც.

 

მომზადება:

კვერცხის გულს ავურიოთ შაქარი და ხელით ვურიოთ, შემდეგ დავამატოთ არაჟანი, გამდნარი მარგარინი (თბილი), სოდა, ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად, გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ მარგარინი, ცომის ერთი ნაწილი მოვათავსოთ ფორმაზე და თითებით გავაბრტყელოთ (სისქით 5 მმ.) ფორმის მთლიან ზედაპირზე, გამოვაცხოთ  200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. (ფირფიტები ძალიან სწრაფად ცხვება, ამიტომ ხშირად შევამოწმოთ, ფირფიტები ღია ფერის უნდა გამოვიდეს). დანარჩენი ორი ფირფიტაც ასევე გამოვაცხოთ. გამოცხობის შემდეგ სამივე ფორფიტა დავაწყოთ ერთმანეთზე და გვერდები ჩამოვაჭრათ დანით რათა ერთიანი გამოვიდეს. ჩამოჭრილი ნაწილები დავფხვნათ. შემდეგ თითოეულ ფირფიტას წავუსვათ მომზადებული ლიმონიანი შიგთავსი, ბოლო ფენას წავუსვათ შიგთავსი და მოვაყაროთ ფირფიტის ნაფხვენები. რამოდენიმე საათის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ.

 

შიგთავსის მომზადება:

ლიმონი ჩავაგდოთ ადუღებულ წყალში და გავაჩეროთ 15 წუთით, შემდეგ ამოვიღოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (აქაფებამდე), გავაგრძელოთ თქვეფა და ნელ–ნელა დავამატოთ შაქარი, კვლავ ავთქვიფოთ, ბოლოს დავამატოთ გატარებული ლიმონი და ფრთხილად ავურიოთ კოვზით.

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 4150 | დაამატა: natia | ტეგები: ლიმონის ნამცხვარი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: