მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ხბოს ჩაშუშული
17:19
ხბოს ჩაშუშული


ხბოს ჩაშუშული

 

მასალა:

ხბოს ან საქონლის ხორცი  1 კგ.

ხახვი  500გრ.

სოკო  300გრ. (სურვილისამებრ);

ქლიავის ჩირი  7. ( უმჯობესია მჟავე სახეობა)

წითელი ღვინო 300მლ.

ნიორი  3 კბილი

წიწაკა და მარილი გემოვნებით

კარაქი ან ზეთი – 2 /.

ქინძი და ოხრახუში  მოსაყრელად.

მომზადება:

ხორცი უნდა იყვეს ნაკლებ-ცხიმიანი, უძვლო. გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო სიდიდის ნაჭრებად (3 სმ კუბებად); ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ანუ შუაზე გავჭრათ, შემდეგ კი რკალებად დავჭრათ, ქლიავი დავჭრათ წვრილად, სოკო დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავახუროთ ტაფა და დავყაროთ ხორცი, დავახუროთ თავზე და დავტოვოთ ჩასათუშად. როცა თავის წვენს კარგად შეიყენებს (დაახლოებით 10 წუთში) ეს წვენი გადავწუროთ რაიმე ჯამში (არ გადავღვაროთ). დავამატოთ კარაქი ან ზეთი მოსაბრაწად, ასე უფრო გემრიელი ხორცი გამოვა. დავაყაროთ დაჭრილი ხახვიც მაშინვე და ისევ დავახუროთ თავსახური, ითუშოს, სანამ ხახვი სანახევროდ არ ჩარბილდება. შემდეგ ჩავამატოთ სოკოც და ქლიავიც, მოვურიოთ და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე მოსათუშად, 10 წუთში ჩავამატოთ გადანახული ბულიონი; დაახლოებით, იმ დროს, როცა ხორცი თითქმის მზად არის (ხორცი საბოლოოდ უნდა იყვეს ძალიან ჩარბილებული, ტერმინი «პირში დნება» ზუსტად შეეფერება ამ კერძს) – დავამატოთ ღვინოც. ისევ დავტოვოთ მოსათუშად. როცა წვენი ჩასქელდებაშევკმაზოთ მარილით და წიწაკით. წვენი, ბოსტნეულთან ერთად კრემისებური მასის იქნება, თან შეფერილობაც მუქი ფელამუშისფერი გამოვა (ეს შავი ღვინის გამო). კერძი მზად არის, როცა ხორცი ადვილად იჩილება და სოუსიც შესქელდება. კიდევ ერთხელ გავსინჯოთ მარილი და წიწაკა. თუ კერძს სიმჟავე აკლია, რომელიც ოდნავ უნდა იგრძნობოდეს და პიკანტურობას მატებდეს კერძს, დავამატოთ ღვინო (კიდევ უნდა ვთუშოთ) ან ცოტა ძმარი ან ბალზამიკო (მაშინ, დამატებით ჩათუშვა არ არის საჭირო); კერძს სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. კერძი სუფრასთან უნდა მივიტანოთ ცხელი.

კატეგორია: ხორციანი კერძები | ნანახია: 4128 | დაამატა: natia | ტეგები: ხბოს ჩაშუშული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 mari  
0
zalian gemrielia,ara ugemrielesiiiiiiiiiii

სახელი *:
Email *:
კოდი *: