მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ხაში
21:45
ხაში


ხაშ

 

მასალა:

ძროხის ჩლიქები, ფაშვი, ნაწლავები 1,5-2 კგ

რძე 1 ჩაის ჭიქა

მარილი და ნიორი გემოვნებით.

მომზადება:

ძროხის ჩლიქები, ფაშვი და ნაწლავები გავასუფთავოთ, კარგად გავრეცხოთ ცივი წყლით და გამდინარე წყალში გავაჩეროთ ნახევარი საათი მაინც, რომ ფაშვმა დამახასიათებელი სუნი დაკარგოს. შემდეგ დავჭრათ ჩლიქები მოგრძო ნაჭრებად, ხოლო ფაშვი და ნაწლავები საშუალო ზომის ნაჭრებად. კიდევ ერთხელ გავრეცხოთ თბილი წყლით და ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ადუღდება თუ არა, წვენი გადავღვაროთ, ისევ დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს და დავდგათ მოსახარშად. ვხარშოთ მანამ, სანამ ჩლიქები არ ჩაიხარშება და წვენი ოდნავ არ შესქელდება. უნდა ვადუღოთ სულ თავდახურული, რათა წვენი თეთრი გამოვიდეს. ხორცის მოხარშვამდე თუ წყალი დააკლდება, დავამატოთ მდუღარე. ხაშს საერთოდ მიირთმევენ დილით, ამიტომ უნდა მოვხარშოთ წინა დღეს. დილით წამოვადუღოთ, დავამატოთ დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა რძე და სუფრაზე მივიტანოთ ცხლად. მარილს და დანაყილ ნიორს გემოვნებით თითოეულ ულუფას ცალ-ცალკე უმატებენ.

ასეთივე წესით მზადდება ცხვრის ხაში.

კატეგორია: ხორციანი კერძები | ნანახია: 3526 | დაამატა: natia | ტეგები: ხაში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: