მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 4 » ხაჭოს ტორტი
16:28
ხაჭოს ტორტი


ხაჭოს ტორტი

 

მასალა:

კვერცხი 6ც.

პურის ფქვილი 6ს/კ.

შაქარი 6 ს/კ.

ვანილი 1ც.

სოდა 0,5ჩ/კ.

 

დასანამი:

I ვარიანტი: 1 ჭიქა ტკბილი ჩაი+1 ს/კ კონიაკი.

II ვარიანტი: 1 ჭიქა ნებისნიერი ხილის წვენი+1 ს/კ კონიაკი.

 

კრემი:

ხაჭო 700გრ.

შაქრი 2/3 ჭიქა

 

მომზადება:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი  და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. მომზადებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე ორივე ნაწილი დავნამოთ, ერთ ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნაწილი, დანამული მხარით ქვევით და თავზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

კრემის მომზადება:

ხაჭო ავთქვიფოთ შაქართან ერთად ერთიანი მასის მიღებამდე.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 2071 | დაამატა: natia | ტეგები: ხაჭოს ტორტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: