ქადა (ქუთაისურად) - 21 ოქტომბერში 2011 - samzareulo.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
რეკლამა
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
რეკლამა
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1245
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
......
რეკლამა
...........
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 21 » ქადა (ქუთაისურად)
18:51
ქადა (ქუთაისურად)


ქადა (ქუთაისურად)

 

მასალა:

ცომი:

გაცრილი პურის ფქვილი 1,5 კგ.

მარგარინი 500გრ.

მაწონი 500გრ.

სოდა 2 ჩ/კ.

 

შიგთავსი:

შაქარი 650გრ.

პურის ფქვილი 500გრ.

კარაქი 100გრ.

ვანილი გემოვნებით.

ქიშმიში 250გრ.

 

წასასმელად:

კვერცხი 4ც.

მაწონი 1 ჩ/კ.

 

მომზადება:

ცომის მომზადება:

მარგარინი დავაქუცმაცოთ დანით, (მარგარინი დარბილებული არ უნდა იყოს) დავამატო ფქვილი და კარგად ავურიოთ ხელით, შემდეგ დავამატოთ მაწონი (მაწონში წინასწარ გადავურიოთ სოდა) და კვლავ ვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და არ ეკვრებოდეს ხელებს თუ ეკვრება დავამატოთ ცოტა ფქვილი. მომზადებული ცომი გავყოთ 4 ტოლ ნაწილად, თითოეული ცომის ნაწილი დავამრგვალოთ,  შევახვიოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში 20 წუთით. 20 წუთის შემდეგ ცომის ერთი ნაწილი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ თხლად, მთლიან ზედაპირზე წავუსვათ 3–4 ს/კ. ათქვეფილი კვერცხის ცილა, მოვაყაროთ ქიშმიში, შემდეგ ცომის ზედაპირზე თანაბრად გადავანაწილოთ ორი მუჭა (ან მეტი) შიგთავსი, გადავახვიოთ რულეტისებურად (დანარჩენი 3 ცომიც ასევე მოვამზადოთ) და დავჭრათ რულეტები სასურველი ზომის ნაჭრებად, თითოეული ნაჭერი მოვათავსოთ  გამოსაცხობ ფორმაზე, თავზე წავუსვათ მომზადებული მაწვნიანი მასა, შევდგათ  180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.

 

შიგთავსის მომზადება:

ფქვილს ავურიოთ შაქარი, დავამატოთ გამდნარი კარქი, ვანილი, კარგად ავურიოთ და შიგთავსი მზადაა.

 

წასასმელად:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე. კვერცხის გულს (ყვითრს) დავამატოთ მაწონი და კარგად ავურიოთ.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 972 | დაამატა: natia | ტეგები: ქადა (ქუთაისურად) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: