მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 10 » კუპატი თბილისურად
21:56
კუპატი თბილისურად


კუპატი თბილისურად

 

მასალა:

ღორის ნაწლავები 200გრ.

ქონი 6 ს/კ.

ხახვი 3 თავი

ბროწეულის წვენი 1/3 ჭიქა

ბროწეულის მარცვლები 1 ჭიქა

ქინძი გასაფორმებლად.

 

ფარში:

საქონლის ხორცი (რბილობი) 200გრ.

ღორის ხორცი (რბილობი) 200გრ.

სალა 100გრ.

ხახვი 2–3 თავი

ნიორი 2 კბილი

ქინძი 50გრ.

წითელი მშრალი ღვინო 100მლ.

კოწახური 3/4 ჭიქა

ხმელი ქინძი 1/2 ჩ/კ.

დარიჩინი 1/4 ჩ/კ.

მიხაკი 1/4 ჩ/კ.

მუსკატის კაკალი ცოტა

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

 

მომზადება:

ფარშისათვის ხორცი და სალა გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში ხახვთან, ნიორთან და ქინძთან ერთად, დავამატოთ ღვინო, ხმელი ქინძი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი, შავი პილპილი, მარილი, კარგად ავურიოთ, შემდეგ შევურიოთ კოწახური და კვლავ ავურიოთ. ნაწლავები კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში, მოვაჭრათ 25–26სმ. სიგრძის ნაჭერი, ერთი ბოლო კარგად შევუკრათ მაგარი ძაფით და ამოვავსოთ მომზადებული ფარშით (კარგად უნდა დავპრესოთ), ამოვსების შემდეგ მოვუკრათ თავი ძაფით და ორივე ბოლო შევკრათ ერთად. ასევე გავაკეთოთ დანარჩენი კუპატები.

კუპატები ჩავდოთ ადუღებულ წყალში 1 წუთით, შემდეგ გავამშრალოთ სალფეთქით და დიდი ნემსით ჩავჩხვლიტოთ 2–3 ადგილას. კუპატები დავაწყოთ გაცხელებულ ქონწასმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან თავსახურის გარეშე. მომზადების შემდეგ გადმოვიღოთ თეფშზე მოვასხათ ბროწეულის წვენი, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები, მრგვალად დაჭრილი ხახვი და გავაფორმოთ ქინძით.

კატეგორია: ხორციანი კერძები | ნანახია: 2584 | დაამატა: natia | ტეგები: კუპატი თბილისურად | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: