მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 26 » კაკლის მურაბა
20:56
კაკლის მურაბა


კაკლის მურაბა

 

მასალა:

კაკალი  100.

შაქარი  2კგ. და 1/.

კირი  500 გრამი

შაბი  1 /.

მიხაკი, დარიჩინი, ილი, ვანილი - გემოვნებით.

მომზადება:

საშუალო სიდიდის (მწვანე) კაკალი გავთალოთ, ჩავყაროთ შესაფერ ჭურჭელში, დავასხათ ბლომად წყალი და სამ დღეს შიგ გავაჩეროთ. ყოველდღიურად სამჯერ ვუცვალოთ წყალი. მეოთხე დღეს წყალი გადავწუროთ, თითოეული კაკალი წვრილი ჩხირით დავჩხვლიტოთ, დავაყაროთ 500 გრამი კირი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და გავაჩეროთ შიგ სამი დღე და ღამე. მეოთხე დღეს კაკალი გავრეცხოთ ჩამდინარე წყალზე, რომ კირი არ შეყვეს. გარეცხილი კაკალი ჩავყაროთ შესაფერის ჭურჭელში, დავასხათ წყალი და ოთხი დღე შიგ გავაჩეროთ (თუ კაკალი კირში გამოყვანილი შევიძინეთ, მაშინ მისი მომზადების პროცესი აქედან იწყება). დღეში სამჯერ ვუცვალოთ წყალი. მეხუთე დღეს ქვაბში ბლომად ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ ჩავყაროთ კაკალი, ვხარშოთ 15 წუთი და წყალი გადავღვაროთ. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ ერთი სუფრის კოვზი შაბი, კაკალი და 15 წუთი ვადუღოთ. გადავწუროთ, დავასხათ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 10 წუთი, შემდეგ ისევ გადავწუროთ, დავასხათ წყალი, ჩავყაროთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი (ან 2-3 სადილის კოვზი თაფლი), ჩვაყაროთ კაკალი და ვადუღოთ ნახევარი საათი. წყალი გადავწუროთ. სუფთა ქვაბში ჩავასხათ ბლომად წყალი; ადუღებისთანავე ჩავყაროთ 2 კილოგრამი შაქარი, ავადუღოთ მოვათავსოთ შიგ კაკალი და ვადუღოთ. კაკლის ხარშვის დროს ჩავამატოთ პატარა სუფთა პარკში მოთავსებული დანაყილი დარიჩინი, მიხაკი, ილი და ვხარშოთ სანამ კაკალი მზად არ იქნება (კაკალი უნდა ბრწყინავდეს შავად). როცა მურაბა მზად იქნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ და დავუმატოთ გემოვნებით ვანილი.

კატეგორია: მურაბები/ჯემები | ნანახია: 4883 | დაამატა: natia | ტეგები: კაკლის მურაბა | რეიტინგი: 2.7/3
სულ კომენტარები: 1
1 რუსო ავალიშვილი  
0
RA ARIS ILI?

სახელი *:
Email *:
კოდი *: