კვერცხი პომიდვრით და სულგუნით
მასალა:
კვერცხი 5ც.
პომიდორი 200გრ.
ყველი 500გრ.
ოხრახუში 3–4 ძირი
მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
პომიდორს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ კუბიკებად, მოვათავსოთ ტაფაზე და
დავასხათ ზეთი, ვთუშოთ ნელ ცეცხლზე 3–5 წუთი ნახევრად მომზადებამდე, შემდეგ დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ყველი,
წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი, ავურიოთ
და გავაჩეროთ გაზქურაზე 5–7 წუთი. მომზადების შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი
მწვანილი გემოვნებით.
|