ღვეზელი ტარხუნით - 4 სექტემბერში 2011 - samzareulo.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
რეკლამა
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
რეკლამა
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1245
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
რეკლამა
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » ღვეზელი ტარხუნით
19:23
ღვეზელი ტარხუნით


ღვეზელი ტარხუნით

 

მასალა:

ცომი:

არაჟანი 500 მლ.

კვერცხი 1ც.

კარაქი ან მარგარინი 50გრ.

გამაფხვიერებელი 1 პაკეტი ან 1ჩ/კ სოდა და ცოტა ლიმონმჟავა.

პურის ფქვილი (გაცრილი) 4–5 ჭიქა (1 ჭიქა=250მლ)

მარილი 0,5ჩ/კ.

კვერცხი ღვეზელზე წასასმელად.

 

შიგთავსი:

ტარხუნა 2 დიდი კონა

მწვანე ხახვი 3–4 დიდი კონა

მოხარშული კვერცხი 3ც.

მცენარეული ზეთი 2ს/კ.

მარილი გემოვნებით.

 

მომზადება:

ცომი:

არაჟანში გავხსნათ სოდა ლიმონმჟავასთან ერთად, დავამატოთ მარილი, ათქვეფილი კვერცხი, კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ გამდნარი კარქი და ნელნელა შევაზილოთ ფქვილი, მოვზილოთ ნაზი ცომი (ისე რომ ოდნავ ეკვრებოდეს ხელს), გადავაფაროთ ტილო და გავაცეროთ თბილ ადგილზე 30 წუთი.

 

შიგთავსის მომზადება:

ხახვი დავჭრათ წვრილად და 1–2 წუთი მოვთუშოთ ზეთში რათა ცოტა დარბილდეს. ტარხუნის ფოთლები წვრილად დავჭრათ, მოხარშული კვერცხი დავჭღათ კუბიკებად. ხახვს დავამატოთ ტარხუნა, კვერცხი, მარილი და კარგად ავურიოთ. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი. მოზელილი ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი ცოტათი დიდი უნდა იყოს, ცომის დიდი  ნაწილი გავაბრტყელოთ (ცომი ისე უდა გავაბრტყელოთ რომ გამოსაცხობ ფორმაზე ცოტათი დიდი იყოს რათა ფორმის გვერდებზე გადმოვიდეს), მოვათავსოთ ფორმაზე, მოვაყაროთ შიგთავსი, ზევიდან დავაფაროთ მეორე გაბრტყელებული ცომი, გვერდები კარგად გადავუკეცოთ, წავუსვათ კვერცხი, შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე 15–20 წუთი.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 930 | დაამატა: natia | ტეგები: ღვეზელი ტარხუნით | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: