მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 29 » ეკლერი
15:21
ეკლერი


ეკლერი

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 1 ჭიქა

კვერცხი 4.

წყალი 1 ჭიქა

ნაღების კარაქი ან მარგარინი 80–100გრ.

ცოტა მარილი.

 

კრემი:

კვერცხი 3.

შაქარი 1,5 /.

ფქვილი 6 /.

კარაქი  200გრ.

რძე 1,5.

ვანილი 1.

 

მომზადება:

ცომის მომზადება:

ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავდოთ მარგარინი ან ქარაქი, მოვაყაროთ მარილი, დავდგათ გაზქურაზე და ავადუღოთ აღნიშნული მასა. როდესაც მასა ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან და თანდათან ვყაროთ გაცრილი ფქვილი, ინტენსიურად ვურიოთ ცომს ხის კოვზით. კვლავ დავდგათ ცომიანი ქვაბი ნელ ცეცხლზე და ვუიროთ რბილი მასის მიღებამდე. (ცომი ადვილად უნდა ცილდებოდეს ქვაბის ძირს და გვერდებს). გადმოვდგათ ქვაბი გაზქურიდან და გავაცივოთ ცომი. გაციებულ ცომში სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხი და ვურიოთ ერთიანი მასის მირებამდე. გამზადებული ცომი უნდა იყოს ერთიანი, ბრწყინვალე და საკმარისად მაგარი, რათა არ დადნეს ჟარონაზე. მასა უნდა გამოვაცხოთ მაშინმე ცომის მომზადების შემდეგ.ცხიმწასმულ ჟარონაზე საკონდიტრო მოსართავის საშუალებით ცომი დავასხათ 5–6 სმ. სიგრძეში და სიგანეში 2–3 სმ. (ფორმები უნდა დავასხათ 3–5 სმის დაშორებით, იმიტომ რომ 2–ჯერ დიდდებიან სიგანეში. ეკლერი გამოვაცხოთ პირველი 15–20 წუთი 200*-ზე(ეკლერი უნდა გადიდდეს და შეწითლდეს), შემდეგ ტემპერატურა შევამციროთ 150*–მდე  არ გავაჩეროთ 10–15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ, გავჭრათ შუაზე ისე, რომ მთლიანად არ გაიხსნას და დავკრემოთ მოხარშული კრემით. თავზე შეგვიძლია მოვასხათ შოკოლადის მინანქარი (გლაზური) ან გამდნარი შოკოლადი.

 

კრემის მომზადება:

კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ.

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 4282 | დაამატა: natia | ტეგები: ეკლერი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: