მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ბურახი
15:35
ბურახი


ბურახი

 

მე - 20 საუკუნის დასაწყისია გამოყენებულ საოჯახო ტექნოლოგიებს აღწერს ბარბარე ჯორჯაძე. [რჩეული სამზარეულო. გამოცემა " სორაპნისა" . თბილისი. 1914 .] ქვემოთ ციტირებულია სტილის დაცვით

კვასი ზღმარტლისა. ზღმარტლი დაარჩიეთ, ჩაყარეთ ბაჩონკაში, დაასხით წმინდა წყალი; ნახევარი გირვანქა ქიშმიში დარჩეული და გარეცხილი შიგ ჩაყარეთ; მეოთხე დღეს შეიძლება დალევა. რამდენიც ჩამოასხათ, იმდენი წყალი დაუმატეთ.

კვასი ვაშლის და მსხლის. - . დამჭკნარი ვაშლი და მსხალი ჩაყარეთ ბოჩკაში, დაასხით მდუღარე წყალი, თავი დახურეთ - როცა შეატყოთ, რომ მზად არის, ბოთლებში ცოტა - ცოტა ქიშმიში ჩაყარეთ, გაწურეთ და ჩაასხით, პრობკები დაუცეთ. როცა სულ ჩამოასხათ, კიდევ მდუღარე წყალი დაასხით, კიდევ ივარგებს.

კვასი ვაშლის და მსხლის. - ვაშლი და მსხალი ორივე ერთად დასჭერით შუა - შუა, გული გამოაცალეთ, აასხით მსხვილ ძაფზე, მზეზე გაახმეთ; ერთი ვედრო გამხმარი ვაშლი და მსხალი ჩაყარეთ ორ ვედროიან ბოჭკაში, ადუღებული და გაციებული წყალი დაასხით, თბილ ალაგს დადგით, ტილო გადააფარეთ; როცა კარგად ადუღდეს, ბოთლებში ჩამოასხით, სამი ან ოთხი ქიშმიში ჩააგდეთ, ბოთლს პრობკა დაჰკარით, ცივ ალაგს შეინახეთ, ან ქვიშაში ჩაალაგეთ; სამი კვირის შემდეგ ივარგებს სასმელად.

კვასი ვაშლის და მსხლის - . ბოჭკაში ნახევრად ჩაყარეთ დაჭრილი ვაშლი ან მსხალი, მდუღარე წყალით გაამსეთ, ცოტა ქიშმიში ჩააყარეთ, თავი დაახურეთ, ერთ დღე - ღამე ისე იდგეს; მერე პატარა ბაჩონკაში გადაიღეთ ან სხვა ჭურჭელში; მაგრად პირი დააფარეთ, ორი დღის შემდეგ ივარგებს სასმელად. იმ გადაწურულ ვაშლს კიდევ მდუღარე წყალი დაასხით.

 

3. ნალივკები

ნალივკები მომზადდება ყველა გვარ ხილიდან; ოღონდ ყურადღება უნდა მიაქციოთ ხილი მწიფე იყოს და სუფთა: ფოთოლ - ღეროები არ შეჰყვეს, ობი, პრკე არა ჰქონდეს მოკიდებული; თუ ხილი დაჭყლეტილია, ამით არა უშავს რა; არაყი კარგი ხარისხის უნდა იყოს, კარგა გარეცხილ დიდ ბოთლში ჩაყარეთ ხილი და ბოთლიგაამსეთ; ზედ იმდენი არაყი დაასხით, რომ ბოთლი გაიმსოს; ბოთლს თხელი ნაჭერი შემოაკარით, დადგით ფანჯარაში ორი ან სამი თვე; სან - ოთხ დღეში ერთხელ გაანჯღრიეთ; შემდეგ გაწურეთ, სუფთა ძაბრს ჩაუფინეთ ძირში ერთ ნაჭერი ბამბა, ზევიდან კიდევ გადააფარეთ თხელი ნაჭერი და გასწურეთ; მერე ჩაასხით ბოთლებში, თუ ნალივკა კიდევ მღვრიეა, მეორედაც ამ ამ ნაირადვე გაწურეთ.

 

წყარო: ecopharm.sangu.ge და forum.tsu.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2081 | დაამატა: natia | ტეგები: ბურახი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: