მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ბოლნისური ყაურმა
23:22
ბოლნისური ყაურმა


ბოლნისური ყაურმა

 

მასალა:

საქონლის გულ-ღვიძლი (სჯობს ღორის, ცხვრის ან ახალგაზრდა საქონლის-დეკეულის) თავის მუცლის ქონით 

ხახვი 1,5 კგ.

წიწაკა მწვანე 2-3ც. (ძალიან მწარე არ უნდა) 

2-3 კბილი ნიორი 

დაფნის ფოთოლი 3-4ც. 

500 გრ. წითელი ღვინო.

ქინძი, პეტრუშკა, ნიახური-ძალიან ცოტა, მარილი, დაფქვილი წიწაკა და შავი პილპილი გემოვნებით, ხმელი ქინძი, ძირა, უცხო სუნელი თითო ჭიქა, ძირა ნახევარი ჭიქა.

მომზადება:

კარგად გავრეცხოთ ჯიგარი და მუცლის ქონი, დავჭრათ წვრილად 2-3 სანტიმეტრიან ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში და ვთუშოთ თავდახურულ მგომარეობაში. თავის წვენს თითქმის რომ ჩაიაშრობს, დავამატოთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და 2-3 კბილი დაჭრილი ნიორი. დავახუროთ თავზე და ვთუშოთ (თუშვის პერიოდში მალ-მალე ვურიოთ, რომ არ ჩაგვეწვას). ხახვი რომ მოიშუშება და ჯიგარიც შეწითლდება, დავამატოთ სუნელები. როცა წვენი ჩაიშრობს, დავამატოთ ღვინო. ღვინო კარგად რომ გაუჯდება, თუ ეს საჭირო გახდება, დავამატოთ წყალი ან ბულიონი (არის კიდევ ერთი ვარიანტი: ტომატს ან პომიდორს უკეთებენ). გავაგრძელოთ შუშვა მზდაყოფნამდე. შემდეგ დავამატებთ მარილი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, მწვანე წიწაკა, მოვურიოთ, გადმოვდგათ გაზქურიდან და გავაჩეროთ თავდახურული 10 წუთით. ყაურმა არ უნდა იყოს სუპივით წვნიანი და არც ძალიან მშრალი, წვენი უნდა ჰქონდეს სქელი და ბლანტი.

უხდება წითელი მშრალი ღვინოები, ზამთარში კი არაყი.

კატეგორია: ხორციანი კერძები | ნანახია: 2490 | დაამატა: natia | ტეგები: ბოლნისური ყაურმა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: