მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 20 » ბლინჩიკები ხორცის შიგთავსით (ქართულად)
20:04
ბლინჩიკები ხორცის შიგთავსით (ქართულად)


ბლინჩიკები ხორცის შიგთავსით (ქართულად)

 

მასალა:

შიგთავსი:

ღორის ხორცი (რბილობი) 500გრ.

ხახვი 1–2 თავი

ბრინჯი 100გრ.

ხმელი რეჰანი 1ჩ/კ.

ცოტა ქონდარი.

ზეთი შესაწვავად

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

 

ცომი:

წყალი 1ლ.

კვერცხი 3ც.

კარაქი 30გრ.

ცოტა მარილი

პურის ფქვილი (გაცრლი) იმ რაოდენობით რომ ცომი გამოვიდეს თხევადი.

 

მომზადება:

შიგთავსის მომზადება:

ხორცი გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული ხორცი გავატაროთ ხორსაკეპ მანქანაში. ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში. ბრინჯი მოვხარშოთ.

გატარებულ ხორცს დავამატოთ: ხახვი+ბრინჯი+სუნელები, მარილი და კარგად ავურიოთ.

 

ცომის მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ წყალი, გამდნარილი კარაქი, მარილი პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ (ცომი უნდა გამოვიდეს თხევადი, როგორც ბლინის ცომი). ტაფა კარგად გავაცხელოთ, ავიღოთ 1 ნაჭერი კარტოფილი, ამოვავლოთ ზეთში და წავუსვათ ტაფაზე (ტაფა ძალიან ცხიმიანი არ უნდა იყოს), შემდეგ დავასხათ ცომი და შევწვათ ბლინები (შემწვარი ბლინები უნდა იყოს თხელი და ღია ფერის). ბლინებზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი და შევახვიოთ. მომზადებული ბლინები შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 7487 | დაამატა: natia | ტეგები: ბლინჩიკები ხორცის შიგთავსით (ქართულ | რეიტინგი: 1.3/3
სულ კომენტარები: 1
1 მაკო  
0
კარგი გსმოვა ალბაათ

სახელი *:
Email *:
კოდი *: