მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ამერიკული ვისკი
16:41
ამერიკული ვისკი


ამერიკული ვისკი

 

ამერიკული ვისკი ამერიკაში შოტლანდიიდან და ირლანდიიდან გადასახლებულთა წყალობით გაჩნდა. სახელწოდებად ამერიკელებმა ვისკის ირლანდიური დაწერილობა Whiskey შეარჩიეს. წარმოების დროს, პოპულარული სასმელის ამერიკულ ვერსიაში მოხარშული სიმინდი და თავთავები გამოიყენება. ვისკის ინახავენ გამომწვარ კასრში, რაც მას მოტკბო გემოსა და ლამაზ, ოქროსფერს აძლევს. ამერიკულ ვისკის შემდეგი წესის მიხედვით განასხვავებენ: Straight Whiskey-მისი წარმოების პროცესში მარცვლეულს იყენებენ და მას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აძველებენ. არსებობს მისი რამდენიმე სახეობა: Bourbon-ყველაზე პოპულარული და ძველი ამერიკული ვისკი. იწარმოება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% სიმინდს შეიცავს. მას ეს სახელი ძველი პროვინციის ბურბონის (კენტუკის შტატი) პატივსაცემად ეწოდა. Rye whiskey-იგი არანაკლებ 51% ხორბლის თავთავს შეიცავს. Corn whiskey-ვისკი დამზადებული 80 ან მეტი პროცენტი სიმინდისგან. იგი ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვის იწარმოება. Wheat whiskey-მზადდება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% ხორბალს შეიცავს. Blended Whiskey-ეს არის ნაერთი, რომელიც არანაკლებ 20% straight whiskey- და 80% სხვა სორტის ვისკის ან სუფთა სპირტს უნდა შეიცავდეს. Light Whiskey-ვისკის ეს სახეობა დისტილაციას მაღალ ტემპერატურაზე გადის და მუხის კასრებში ძველდება. ეს მას აძლევს ღია ფერს განსაკუთრებული შეფერილობის გარეშე. Sour Mash Whiskey-ამ ვისკის გემო და არომატი მუდმივად ერთნაირია. Sweet Mash Whiskey-ასეთი ვისკის წარმოებისას შედეგის მიღწევა ახალი საფუარის საშუალებით ხდება. Tennessee Whiskey-ვისკი 3 მეტრიანი ფილტრების საშუალებით იწმინდება. ასე ვისკის მხოლოდ ტენესის შტატში აწარმოებენ, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელწოდება. Bottled-in-Bond Whiskey-როცა ეტიკეტზე ამ სახელწოდებას წაიკითხავთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს ვისკი საცავებში 4-დან 8 წლამდეა დაძველებული, რასაც სახელმწიფო აკონტროლებს. საუკეთესო სორტის ამერიკულ ვისკის ტენესისა და კენტუკის შტატებში ამზადებენ.

 

წყარო: ka.wikipedia.org

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1573 | დაამატა: natia | ტეგები: ამერიკული ვისკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: